19 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
რთულია ამის ხმამაღლა თქმა იმიტომ, რომ გრცხვენია, გეშინია.. აღარაა ის დრო, რომ ჩუმად ვიყოთ - ნინუცა მაყაშვილი

მსახიობისა და ტელეწამყვანის ნინუცა მაყაშვილის მიერ გამჟღავნებული ძალადობის ისტორია, კვლავ განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა.

ნინუცა მაყაშვილმა ძალადობაში თავისი ყოფილი მეუღლე ბესო ზანგური დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის 11 წლის წინ არაერთხელ გახდა ძალადობის მსხვერპლი.

"ღამის კურიერის" ეთერში ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ 11 წლის შემდეგ ამ ფაქტზე საუბარი ემსახურება იმას, რომ მსხვერპლი ქალები დაარწმუნოს ჩუმად არ იყვნენ და ძალადობაზე აუცილებლად ისაუბრონ:

"ძალიან რთულია ამის ხმამაღლა თქმა იმიტომ, რომ გრცხვენია, გეშინია და არ ხარ ამისთვის მზად. თუნდაც თერთმეტი წელი იყოს, მე ამ დღემდე მოვდიოდი, რა მნიშვნელობა აქვს ამას 11 წელი დასჭირდებოდა თუ 21 წლის მერე ვიტყოდი. ჩემი მიზანი არ იყო ის, რაც ახლა მოხდა და რა კუდებიც გამოება, ჩემი მიზანი იყო სწორედ ის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი რაც "რუსთავი2"-ში ვმუშაობ, ვინც მსგავს სიტუაციაშია და ძალიან ბევრჯერ შევეხე ამ თემას და მე როგორც აქედან გაზრდილი და გაძლიერებული ადამიანი, ყველაფერ გადალახული, თავი ჩავთვალე საჭიროდ და ეს ნაბიჯი საჭიროდ, რომ ამ ქალებისთვის მეჩვენებინა, რომ ის რა მდგომარეობაშიც ისინი არიან და რაზეც ფიქრობენ, რომ ეს არის ნორმა, რასაც მეც ვფიქრობდი 11 წლის წინ, რომ ეს იყო ჩემი ცხოვრება და ასე უნდა მეცხოვრა. მე ამ ქალებისთვის მინდოდა მეჩვენებინა, რომ აღარაა ის დრო, რომ ჩუმად ვიყოთ. აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ამაზე," - განაცხადა ნინუცა მაყაშვილმა.

დღის ამბები