"მიყვარხართ და მენატრებით, მაკას მიმიხედეთ" - საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი ნიკა წურწუმია, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, ოჯახს მოკლე წერილობით, შეტყობინებას გაუგზავნა.
გზავნილი თავდამსხმელმა მის უფლებადამცველს გამოატანა, როემლიმაც დღეს ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა. ადვოკატის განმარტებით, წერილის ადრესატი - "მაკა", ნიკა წურწუმიას ორსული ცოლია.
"საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკა წურწუმიას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.
ნიკა წურწუმია ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი, სადაც ის უფლებადამცველმა მოინახულა.