19 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
ვინ არის მოძალადე, რომლისგან გაქცევის დროსაც 9 წლის ბავშვი თხრილში ჩავარდა - მამაკაცს არასრულწლოვნები ავტოფარეხში მოტყუებით შეჰყავდა

ვინ არის მოძალადე, რომლისგან გაქცევის დროსაც 9 წლის ბავშვი თხრილში ჩავარდა. მამაკაცი ორ არასრულწლოვანზე ძალადობაშია ბრალდებული. 

სამართალდამცველებმა არასრულწლოვნებზე მოძალადე 2 დღის წინ დააკავეს, ის 63 წლის მამაკაცია, რომელიც ბავშვს ტკბილეულით "უმეგობრდებოდა", შემდეგ კი მათზე ძალადობდა. 

შს სამინისტროს ცნობით, 1958 წელს დაბადებული თ.ს. წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წელს, საცხოვრებელ კორპუსთან განთავსებულ ავტოფარეხში, თ.ს.-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა მისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ, 7 წლის ლ.ბ.-ის მიმართ. ამასთან, 2021 წლის 8 აპრილს, არასრულწლოვანმა ლ.ბ.-მ ქუჩაში დაინახა თ.ს. შეეშინდა და გაიქცა, შემდგომ კი თხრილში ჩავარდა.

მომხდარი ინციდენტის და დაშავებული ბავშვის მდგომარეობის შესახებ,  "კურიერმა" ინფორმაცია 9 აპრილს გაავრცელა.

როგორც ძალოვან უწყებაში განმარტავენ, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2021 წლის იანვარში, თ.ს.-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა ლ.ბ.-ის მეგობრის, მისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, მ.ზ.-ის მიმართ.

დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულ 63 წლის მამაკაცს პროკურატურამ ბრალი დღეს წარუდგინა.
 
 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები