06 სექტემბერი 2026,   03:16
ვრცლად
"ბოდიშს ვუხდი ადამიანებს, რომლებიც შეშინდნენ," - "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულ ნიკოლოზ წურწუმიას პატიმრობა შეეფარდა

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულ ნიკოლოზ წურწუმიას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე ბრალდებულისთვის 30 000 ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 

"ბოდიშს ვუხდი ადამიანებს, რომლებიც შეშინდნენ," - ამ სიტყვებით წარსდგა პროცესზე ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ნიკა წურწუმია.

პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა წურწუმია ხმოვანი პისტოლეტით საქართველოს ბანკის ექსპრეს სერვის ცენტრში შეიჭრა და მძევლად 4 თანამშრომელი აიყვანა.

უწყების ცნობით, წურწუმიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ“ და "ი" ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულოს ორგანიზაცია და პირი, შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ჩადენილი ორი და მეტი პირის მიმართ, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები