ხაიშში პოლიციელის ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს სამხარეო პოლიციაში ბრალს აცნობენ.
როგორც ჟურნალისტებს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა ჯიტა გულუამ უთხრა, გამოძიება მათ სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას ედავება, მათ შორის, 248-ე და 353-ე მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს.
კონფლიქტი ადგილობრივებსა და პოლიციელებს შორის ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, პოლიციამ ადგილობრივევებს სახლში წასვლისკენ მოუწოდა, რასაც ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
ინცინდენტის მონაწილე კიდევ ორ პირს, სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ.
ფაქტზე განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პოლიციელზე ჯგუფური წინააღმდეგობის ფაქტზე 3 პირი: 1979 წელს დაბადებული ვ.გ. 1990 წელს დაბადებული გ.უ. და 1992 წელს დაბადებული გ.უ. დააკავეს.