სამწუხაროდ, ყველა მონაცემი უარესდება და შესაძლოა, სახელმწიფო იძულებული გახდეს დამატებითი შეზღუდვები შემოიღოს - ამის შესახებ პაატა იმნაძემ "კურიერთან" საუბრისას განაცხადა.
იმნაძის თქმით, სრული სურათის აღსაქმელად მინიმუმ 2-კვირიანი მონაცემია მნიშვნელოვანი.
"სიტუაცია, სამწუხაროდ, ქვეყანაში მძიმდება. დადებითობის მაჩვენებელი, ისევე როგორც სხვა მაჩვენებელი უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის ინციდენტობა 100 000-ს მოსახლეზე, ყოველდღიური შემთხვევები და ყველა მაჩვენებელი. ერთ და ორკვირიანი მონაცემები არის მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, რეპროდუქციის ინდექსი. ყველა ეს მონაცემი, სამწუხაროდ, უარესდება. თუ პირბადეების ტარების მაჩვენებელი არ მოიმატებს, თუ ისევ იქნება დიდი სუფრები, რა თქმა უნდა, სიტუაცია გაუარესდება და სახელმწიფო იძულებული იქნება დამატებითი შეზღუდვები შემოიღოს," - აღნიშნა პაატა იმნაძემ.