ფონიჭალაში ნანგრევებიდან მაშველებმა მცირეწლოვანი ცოცხალი ამოიყვანეს.
აფეთქების ადგილას 6 პირის ძებნა გრძელდება. სამძებრო სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ევაკუირებულია მოსახლეობა. თბილისის მერის ინფორმაციით, შესაბამისმა სამსახურმა დაასრულა კორპუსის შემოწმება მდგრადობაზე.
შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია.
მეხუთე სართულზე მცხოვრებმა მოქალაქემ განაცხადა, რომ ღამით გაზქურის ჩართვას უშედეგოდ ცდილობდა, დილით გაზის ანთება ახლიდან სცადა რასაც აფეთქება მოჰყვა. წინასწარი ინფორმაციით, მას გაზქურის ონკანი ღია დარჩა.