17 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
პრეზიდენტმა დაასახელა პირობები, რის შემდეგაც მზად არის გიორგი რურუა შეიწყალოს

თუ პარტიები ხელს მოაწერენ დოკუმენტს და ევროკავშირის და აშშ-ის წარმომადგენლები იტყვიან, რომ შეთანხმება შედგა, პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში შეწყალების გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს - განაცხადა პრეზიდენტმა. 

"შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არა მოლაპარაკებების საგანი. პრეზიდენტი შეწყალების შესახებ არ საუბრობს წინასწარ და არ ასაჯაროვებს მოტივაციას," - განაცხადა პრეზიდენტმა. 

"როგორც ერთხელ უკვე გადავაბიჯე ჩემს თავს და მივიჩნევ,რომ თუ სასწორზე დგას ქვეყნის მომავალი. პრეზიდენტის მოვალეობა ის არის, რომ საკუთარ შეხედულებებზე მაღლა დააყენოს ქვეყანა. ამის გათვალისწინებით, მზად ვარ მივიღო სკანდალური გადაწყევტილება. ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს. და ყოველგავრი სხვა მოთხოვნის გარეშე პარლამენტი შეუდგეს პოლიტიკურ რეჟიმს. შეწყალების აქტი მხოლოდ მაშინ განხორციელდება, თუ პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და ევროკავშირის და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდან ერთი კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების საკითხს"- განაცხადა პრეზიდენტმა.  

 

დღის ამბები