27 აპრილი 2024,   02:25
ვრცლად
კორონავირუსის ტესტის პასუხების გაყალბება - საბერძნეთის პოლიციამ 3 ქართველი ქალი დააკავა

საბერძნეთის პოლიციამ სამი ქართველი ქალი დააკავა, რომლებიც კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის გაყალბებულ ცნობებს გასცემდნენ. ბერძნული მედიის ცნობით, აღნიშნულ ცნობებს იმ პირებზე ასაღებდნენ, რომლებსაც საავადმყოფოებში მომვლელებად მუშაობა სურდათ.

როგორც ბერძნული მედია წერს, ქალების ჯგუფმა 50-მდე ცნობა გაასაღა, თითოეული 10 ევროდ.

ყალბი ცნობების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ნიკეას საავადმყოფოში მუშაობის დასაწყებად ერთ-ერთმა მედდამ აღნიშნული ცნობა წარადგინა.

საქმე აღძრულია დოკუმენტაციის გაყალბებისა და დაავადების გავრცელების პრევენციული ზომების დარღვევის გამო. დაკავებულები ქალაქ პირეოსის პროკურატურაში არიან გადაყვანილი.

 

დღის ამბები