07 სექტემბერი 2026,   12:04
ვრცლად
22-ე ქვეითმა ბატალიონმა ვაზიანში თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა დაასრულა

22-ე ქვეითმა ბატალიონმა ვაზიანში თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა დაასრულა. გაიმართა როტაციის დახურვის ცერემონია. სამხედროებს ახალ ეტაპზე გადასვლა მინისტრთან ერთად ამერიკის ელჩმა მიულოცა. 22-ე ბატალიონი მე-8 ქვედანაყოფია, რომელიც საქართველო-ამერიკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომზადდა.

"ჯარისკაცებო, თქვენ ინარჩუნებთ მტკიცე ძალისხმევას, რომ ამ რთულ დროში, მოემზადოთ საქართველოს დასაცავად. ამ 3 თვის განმავლობაში თქვენ გაიარეთ რთული სასწავლო პროგრამა, გლობალური პანდემიის და თუნდაც ქარბუქის მიუხედავად. თქვენ ჩამოაყალიბეთ თქვენი გუნდები და განავითარეთ თქვენი უნარები და ისწავლეთ, რომ არა მხოლოდ საერთო აღჭურვილობას, არამედ საერთო პრინციპებს და საერთო სამხედრო კულტურას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ურთიერთთავსებადობისთვის და ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის.მე გთხოვთ, მიიტანოთ აქ ნასწავლი გაკვეთილი თქვენს განლაგების ადგილებში და მოგიწოდებთ, გაუზიაროთ ის საქართველოს თავდაცვის ძალების დარჩენილ ნაწილს.შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შთამაგონებელია, როდესაც ეს მხარდაჭერა გამოიხატება გაწვრთნილ მამაკაცებში და ქალებში, რომლებიც მზად არიან დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი, თუ საჭიროა მათი სიცოცხლის ფასადაც,"- აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.

დღის ამბები