09 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
„პრეზიდენტი ოლანდი შეერთებული შტატების სამიზნეს არ წარმოადგენს,"-ჯონ კერი

პირველი რეაქცია შეერთებული შტატების მხრიდან ვიკილიქსის მიერ გამოქვეყნებულ სკანდალურ დოკუმენტზე. ფრანსუა ოლანდის მიმართ წარმოებული მოსმენები სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ უარყო. მისი თქმით, შეერთებული შტატები არცერთ მეგობარ პრეზიდენტს არ უსმენს.

„პრეზიდენტი ოლანდი, რომელიც ჩვენი მეგობარია, შეერთებული შტატების სამიზნეს არ წარმოადგენს. საერთაშორისო მოსმენებს არ ვაწარმოებთ, თუ ამას ეროვნული უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს,"-განაცხადა კერიმ. 

გავრცელებული ინფორმაციით, ოლანდს ტელეფონით უკვე ესაუბრა ბარაკ ობამა, რომელმაც კიდევ ერთხელ უარყო თავისი კოლეგის მიმართ განხორციელებული სატელეფონო მოსმენის ფაქტი და განაცხადა რომ ვაშინგტონს მოსმენების პრაქტიკის დასრულება სურს, რადგან ის მოკავშირეების უკმაყოფილებას იწვევს.

ოფიციალური პარიზი კი ამ ფაქტის გამო ისევ შეშფოთებულია. საგარეო საქმეთა მინისტრმა შეერთებული შტატების ელჩიც დაიბარა.

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები