ნიკა მელიასთვის ამნისტია მიუღებელია - ამის შესახებ მან კიდევ ერთხელ განუცხადა ადვოკატს, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე საპატიმროში ცოტა ხნის წინ მოინახულა.
დიმიტრი საძაგლიშვილთან ერთად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში აკაკი მინაშვილიც იმყოფებოდა.
"ნიკა მელიას პოზიცია ამნისტიასთან დაკავშირებით ბუნებრივია, არ შეცვლილა. მისთვის მიუღებელია ამნისტია, იმ შინაარსით, რა შინაარსითაც გააჟღერეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა. ნიკა მელიას პოზიცია არის, რომ გამოსასყიდი ცალსახად და არა გირაო, არ უნდა იქნას გადახდილი არავის მიერ,"- აცხადებს ნიკა მელიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
"ნიკა მელია არ გადაიხდის გირაოს და არ დაეთანხმება არავის მხრიდან. არცერთი სახით არ დაეთანხმება გირაოს გადახდას იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური ხარკი. ასევე წინააღმდეგია ამნისტიის, რომელიც წარმოდგენილია თუნდაც თუ ერთი პოლციელის ამნისტიაც იგულისხმება. იგი ამ აქტს ეწინააღმდეგება და კიდევ ერთხელ გამოხატავს კატეგორიულ წინააღმდეგობას,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი აკო მინაშვილი.