20 აპრილი 2024,   18:27
ვრცლად
ვინ არის ის 11 მოსამართლე, რომელმაც დიპლომის აღიარება სასამართლოს ჩარევით მოიპოვა - გვარები დღეს დასახელდება

არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველო" დღეს დაასახელებს იმ მოსამართლეების გვარებს,  რომელთაც დიპლომის აღიარება სასამართლოს ჩარევით მოიპოვეს​. 300-მდე მოსამართლის უმაღლესი განათლების და ქონებრივი დეკლარაციები ორგანიზაციამ დეტალურად შეისწავლა.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მოსამართლეები, რომელთაც აქვთ დიპლომთან დაკავშირებული პრობლემები, სასამართლო სისტემაში არ უნდა მსახურობდნენ.

"დიპლომებთან მიმართებაში არის 11 ძალიან მწვავე შემთხვევა, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვს და აქტიურად უნდა გავამახვილოთ ყურადღება ამ საკითხებზე, რადგან, ფაქტობრივად, ამ მოსამართლეებმა დიპლომების აღიარება, დადასტურება და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრება, მოიპოვეს სასამართლოს ჩარევის გზით. პრობლემები, რომელიც დიპლომების დონეზე დადის და უმაღლესი განათლების ხარისხზე დადის, სასამართლო სისტემაში, ბუნებრივია, არ უნდა არსებობდეს და ამ კუთხით კითხვის ნიშნებიც კი არ უნდა ჩნდებოდეს,"- აცხადებს "უფლებები საქართველოს" პროექტის კოორდინატორი კარლო ნიკოლეიშვილი.

დღის ამბები