04 მაისი 2024,   10:15
ვრცლად
სრული ლოკდაუნი - თურქეთში იკეტება ყველა დაწესებულება, სკოლები, ბაღები

თურქეთი ხვალიდან 17 მაისამდე სრულ ლოკდაუნზე გადადის - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. 

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, მუშაობას, მცირე გამონაკლისის გარდა, ყველა დაწესებულება შეაჩერებს. 

"ჩვენ მკვეთრად უნდა შევამციროთ შემთხვევების რაოდენობა და ის 5 ათასზე ნაკლები უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, მივიღებთ მძიმე შედეგს ყველა სფეროში - ტურიზმით დაწყებული, ვაჭრობითა და განათლებით დამთავრებული," - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. 

ქვეყნის მასშტაბით, საქალაქთაშორისო გადაადგილება სპეციალურ ნებართვას დაევემდებარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი 50%-ით შეამცირებს დატვირთვას. 

სწავლა შეწყდება სკოლებისა და ბაღების შენობებში, გამოცდები გადაიდება. 

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 37312 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 2716 პაციენტი ასიმპტომურია

დღის ამბები