17 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
"ხელისუფლებას აქვს კიდევ ერთი შანსი, ნიკა მელია გაათავისუფლოს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე პოლიტიკური პატიმრობიდან" - გიორგი კონდახიშვილი

ნიკა მელია ამ წუთებში სალომე სამადაშვილს ხვდება. უკვე ერთი საათია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი რუსთავის #12 დაწესებულებაშია. ციხეში მივიდნენ ადვოკატებიც.

ადვოკატები აცხადებენ, რომ ხვალინდელ პროცესზე პროკურატურამ და მოსამართლემ უნდა გადაწყვიტონ ნიკა მელიას საკითხი.

"ხელისუფლებას აქვს კიდევ ერთი შანსი, ნიკა მელია გაათავისუფლონ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე პოლიტიკური პატიმრობიდან, მათ შეუძლიათ მიმართონ შუამდგომლობით სასამართლოს და მოითხოვონ გათავისუფლება. სასამართლოს შეუძლია წერტილი დაუსვას ამ უკანონო პატიმრობას. ვნახოთ გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება ამ შანსს, ამას ხვალ ვიხილავთ,"- აცხადებს ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი.

დღის ამბები