17 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
შესყიდულია ტელემედიცინის სისტემები, რომლებიც ეტაპობრივად დაინერგება რეგიონების ამბულატორიებში - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყნისთვის ძლიერი პირველადი ჯანდაცვის სისტემა უმნიშვნელოვანესია და ეს კოვიდპანდემიამ კიდევ უფრო კარგად გამოააშკარავა. მინისტრის თქმით, არსებული რესურსების სწორი დაგეგმვით შესაძლებელი გახდა პანდემიის პიკის პერიოდში ინფიცირებულთა 60%-ის ბინაზე მართვა. 

აქვე, მინისტრმა განაცხადა, რომ შესყიდულია ტელემედიცინის სისტემები, რომლებიც ეტაპობრივად დაინერგება რეგიონების ამბულატორიებში.

"უკვე შესყიდულია ტელემედიცინის სისტემები, რომლებიც ეტაპობრივად დაინერგება რეგიონების ამბულატორიებში. ტელემედიცინა ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ადგილზე ჰქონდეთ გაუმჯობესებული წვდომა, როგორც  პირველადი ჯანდაცვის, ასევე სპეციალურ სამედიცინო სერვისებზე.

გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გაიზრდება სოფლის ექიმის შესაძლებლობები, ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან დიაგნოსტიკის უახლესი ტექნოლოგიებით,“ - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე. 

დღის ამბები