09 ოქტომბერი 2024,   04:35
ვრცლად
აშშ-ის ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშში რუსთავი2-ც მოხვდა

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებების მხრივ მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტი მედიას ჯონ კერიმ წარუდგინა.

საქართველოს შესახებ მოხსენებაში მოხვდა ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტი, ასევე ე.წ. კაბელების და ალასანიას მოხსნის საქმე, ბაჩანა ახალაიასა და მიხეილ სააკაშილის მიმართ წაყენებული ბრალი, ასევე ფარული მოსმენების თემაც, სადაც "რუსთავი 2"-ის შემთხვევაც არის ნახსენები.

ანგარიშში პოლიტიკურ პატიმრებზეც არის საუბარი. “ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ხელისუფლების მიერ დაწყებულ გამოძიებას ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ, პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. 2012 წლის დეკემბრიდან ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა 45 საშუალო და მაღალი რანგის ყოფილ თანამდებობის პირებს, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს, ასევე ყოფილ შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების მინისტრს, ბაჩო ახალაიას"- ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად უკანონო მოსმენები დაასახელა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ხელისუფლებას შორის მთავარ შეუთანხმებელ საკითხად დასახელდა და აქ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ში გაკეთებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერებიც მოიტანა მაგალითად.

სახელმწიფო დეპარამენტის მოხსენებაში შესულია ქობულეთში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დაკლული ღორის თავის მეჩეთის კარზე ჩამოკიდების შემთხვევა და რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან ჰომოფობიური გამონათქვემები.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ქალების მიმართ ძალადობა საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვნად შემცირებულია პატიმართა სიკვდილიანობა. ასევე ხაზგასმულია, რომ გახშირდა აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების სახით გირაოს გამოყენება და არ ხდება ყოველთვის პატიმრობის შეფარდება.

 
დღის ამბები