09 მაისი 2024,   03:14
ვრცლად
მარნეულში დაკავებული აქტივისტების სასამართლო 19 მაისამდე გადაიდო

მარნეულის საკრებულოს შენობასთან მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი, რომელიც ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობდა  19 მაისამდე გადაიდო. დაკავებული აქტივისტები სასამართლომ გაათავისუფლა.

ხმაური და დაპირისპირება მარნეულის ცენტრში მოძრაობის აქტივისტის ოჯახის წევრის სამსახურიდან გათავისუფლებას მოჰყვა.  მოძრაობა ერთ-ერთი აქტივისტის გიორგი მუმლაძის ძმის სიმონ მუმლაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებდა, ისინი მერიის გადაწყვეტილებას მუმლაძის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ.

პოლიციამ დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა საკრებულოს შენობაში შესვლა სცადეს. ჯამში 6 ადამიანი იყო დაკავებული - გიორგი მუმლაძე, ალბერტ მერაბიშვილი, მიხეილ აკობაშვილი, კახა კვეკვესკირი, ნიკა ნარსია და ჯანა საჯაია.

დღის ამბები