19 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
"როცა ნასვამები არიან, გადმოსულან საზღვრის აქეთ" - რუსი ოკუპანტების დღეს გამყოფ ხაზთან ისევ გამოჩნდნენ

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, რომელებიც დღის პირველ ნახევარში, სოფლების ღოღეთისა და თამარაშენის მონაკვეთზე სადემარკაციო სამუშაოების აწარმოებდნენ, ადგილზე აღარ იმყოფებიან.

ადგილობრივების ინფორმაციით, გავლებულია 7-კილომეტრიანი ახალი ხნული.

მათივე თქმით, რუსი სამხედროები საზღვარს ხშირად კვეთენ.

"თვითონ ბევრჯერ იყვნენ გადმოსულები. როცა ნასვამები არიან, გადმოსულან საზღვრის აქეთ და ჩვენ გვიკრძალავენ გადასვლას, თორემ დაგიჭერენ," - განაცხადა ადგილობრივმა. 

დღის ამბები