19 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
ავტომანქანა, რომელშიც ორი პირი იმყოფებოდა, სუპერმარკეტში შევარდა - შემთხვევა ახალციხეში მოხდა

ახალციხეში, ავტომანქანა, რომელშიც ორი პირი იმყოფებოდა, სუპერმარკეტში შევარდა. მაღაზია "ორ ნაბიჯში" შემთხვევა დაახლოებით 17:50 სთ-ზე მოხდა. სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრავმა მანქანამ  მინის ფასადი შეანგრია და შენობაში შევარდა, დახლებთან შეჯახების შემდეგ კი, ავტომობილი გაჩერდა.

მანქანაში მყოფ ორივე პირს დაზიანებები აღენიშნება. სასწრაფო დახმარების ბრიგადა მათ პირველად დახმარებას უწევს.

თვითმხილველების განცხადებით, "დალეწილია ვიტრინა და მილები. მძღოლი უკანა სვლაში ჩაგდებას ცდილობდა, შეეშალა და წინა სვლით წავიდა მაღალი სიჩქარით, კიდევ კარგი ტროტუარზე არავინ იყო. მაშინვე სუპერმარკეტში შევარდა."

ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცველები.

შემთხვევა ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს, რადგან მანქანის მარკეტში შევარდნის შედეგად  არავინ დაშავებულა და მცირე დაზიანებები მხოლოდ ავტომობილში მსხდომებს აღენიშნებათ. 

დღის ამბები