21 დეკემბერი 2024,   18:54
ვრცლად
"დაგმდუღრავ, რატომ არ გადახტი ფანჯრიდან?" - "კურიერმა" დიდუბეში, მე-8 სართულიდან გადამხტარი 26 წლის ქალს აუდიო ჩანაწერები მოიპოვა

"დაგმდუღრავ, რატომ არ გადახტი ფანჯრიდან?" - ამ ჩანაწერის შემდეგ თბილისში, 26 წლის ქალი მე-8 სართულიდან გადახტა.

გარდაცვლილი ყაზახეთის მოქალაქე ასელ აიპაევა. ყაზახეთის მედიის ცნობით, 26 წლის ქალი საქართველოში, სამუშაოდ, აპრილში ჩამოვიდა.

"კურიერმა" დიდუბეში, მომხდარ შემთხვევამდე, რამდენიმე წუთით ადრე, 26 წლის ქალს მიერ გაკეთებული აუდიო ჩანაწერები მოიპოვა.

ჩანაწერში მამაკაცი, სახელად ბესო, ქალს ემუქრება და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს და მოუწოდებს, რომ ნათქვამი შეასრულოს და ფანჯრიდან გადახტეს. 

"დაგმდუღრავ... რატომ არ გადახტი ფანჯრიდან?"- მიმართავს მამაკაცი ქალს.

ასევე "კურიერმა" მოიპოვა ტელეგრამის ჩანაწერი სადაც ქალი ამბობს, რომ ის მუქარის მსხვერპლია და სიცოცხლე აღარ შეუძლია.

როგორც ცნობილია, ასელ აიპაევა საქართველოში ერთი თვის წინ ჩამოვიდა სამუშაოდ ნათესავის მოწვევით. ​

როგორც მისი ბიძაშვილი ჰყვება, ასელმა მას ბოლოს აუდიო შეტყობინება ხუთ მაისს გაუგზავნა, რომელშიც გარკვევით ისმის უცნობი კაცის მუქარა. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.

ფაქტს ადასტურებს ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მომხდარის შესახებ, საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღწერილია დანაშაულის დეტალები.

ირკვევა, რომ ქალის მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობა. დაკავებულია პირი, რომელმაც ასელი სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააუპატიურა. ქალმა კი ვერ გაუძლო მძიმე ფსიქოლოგიურ ტრავმას და მერვე სართულიდან გადახტა.

საქართველოს პროკურატურამ  გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბ.თ.-ს ბრალდება წარუდგინა. სამართალდამცველებმა ბ.თ. 6 მაისს  დააკავეს. მას  ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები