როდის მიმართა პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით - როგორც საქართველოს გენერალური პროკურატურაში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, წინადადება ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ძალაშია.
შესაბამისად, როგორც კი, ნიკა მელიას სასარგებლოდ გადარიცხული თანხა ანგარიშზე აისახება, ან შესაბამის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დოკუმენტს წარადგენენ, უწყება სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს.