ასპინძაში მომხდარ დაპირისპირებაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მას გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება, დაკავებული წარდგენილ ბრალს აღიარებს. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 39 წლის მამაკაცია.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო. დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა.
სამცხე ჯავახეთში მომხდარ დანაშაულს არაერთი თვითმხილველი ჰყავს. ფერმა, სადაც მკვლელობა მოხდა, ყოფილი დეპუტატის - რამაზ თედორაძის ოჯახს ეკუთვნის.