17 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს - გიგი უგულავა

13 მაისს ოპოზიციონერ გიგი უგულავას სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად გიგი უგულავა ავრცელებს.

მისი თმით, პროცესი აეროპორტში ძიუდოისტის, საბა გავაშელიშვილის ცემის საქმეს ეხება.

"რა დილა თენდება. 13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს. მე რომ აეროპორტში ძიუდოს ევროპის ვიცე-ჩემპიონს ბადრი საბა გავაშელიშვილი ვცემე, აი ეგ საქმე.

მოკლედ, ივანიშვილის სამართლის სპარტაკიადა გრძელდება. ესტაფეტა გადაცემულია. ერთი დღე არ უნდა მოცდეს სასამართლო პოლიტიკური საქმის გარეშე", - წერს გიგი უგულავა. 

დღის ამბები