03 მაისი 2024,   13:15
ვრცლად
უკიდურესად დაძაბული ვითარება ისრაელსა და პალესტინას შორის - კონფლიქტში სამხედრო ავიაციაც ჩაერთო

ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად იძაბება, სადაც საქმეში უკვე სამხედრო ავიაცია ჩაერთო.

ღაზას სექტორიდან გასროლილი რაკეტების შემდეგ, ისრაელმა საჰაერო იერიშები განახორციელა პალესტინაში განლაგებულ "ჰამასის" დაჯგუფებებზე.

მანამდე, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 150 რაკეტა იქნა გაშვებული, თუმცა მათი დიდი ნაწილი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა.

პასუხისმგებლობა სარაკეტო დარტყმებზე "ჰამასის" რადიკალურმა ფრთამ "ალ აქსას ბრიგადებმა" აიღო, საქმეში ჩართულია პალესტინური დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადიც".

რეგიონში ვითარება უკვე რამდენიმე დღეა იძაბება, ესკალაციის მიზეზი კი ალ-აკსას მეჩეთში მომხდარი შეტაკება გახდა.

მთელი დღის განმავლობაში ისრაელის ქალაქებში განგაშის სირენის და აფეთქებების ხმა იმის. ერთ-ერთი იერიშისას ისრაელის პარლამენტიდან ევაკუაციაც კი გახდა საჭირო.

დღის ამბები