27 აპრილი 2024,   05:20
ვრცლად
საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ყაზახი ქალის ცხედარი სამშობლოში გადაასვენეს

გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 26 წლის ყაზახი ქალის ცხედარი ოჯახმა სამშობლოში გადაასვენა. გარდაცვლილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ აისელი აიძულეს, მერვე სართულიდან გადამხტარიყო.

საქმეზე დაკავებულ ბესო თორდუასთან დღეს საკანში შესვლას აპირებს მისი უფლებადამცველი. ადვოკატი ამბობს, რომ ისინი მალე აუდიოჩანაწერის სრულ ვერსიას გაასაჯაროებენ და დაამტკიცებენ, რომ დაკავებული წაყენებულ ბრალდებებში უდანაშაულოა.

ჩვენების იმ ნაწილში კი, რომელიც "კურიერმა“ მოიპოვა, თორდუა არ უარყოფს ყაზახ ქალთან სქესობრივ კავშირს, თუმცა ძალადობას გამორიცხავს. უფრო მეტიც - ის ამტკიცებს, რომ აიტპაევა რუსთავში მისივე გარდაცვლილი დის ქმარმა გააუპატიურა.

დღის ამბები