პოლიეთილენის პარკები - ამ თემატიკით არტისტი დათო ქორიძე ფართო აუდიტორიისთვის პირველ პერსონალურ გამოფენას ხსნის. ინსტალაციები და ფოტოსურათები, რომელიც პანდემიის თემატიკაზეა შექმნილი და ავტორის თვალით დღევანდელ რეალობას ასახავს.
გამოფენა, სახელად "ხელოვნური" წარმოადგენს ფოტო და ინსტალირებულ პროექტს, რომელიც პანდემიის პირობებში ხელოვანი ადამიანების მდგომარეობას ასახავს.
დათო ქორიძეს შექმნილი აქვს არაერთი პროექტი, რომელიც ეხმიანებოდა სოციალურ უთანასწორობას, უმცირესობების უფლებებს და საზოგადოების დამოკიდებულებას სხვადასხვა საჭირბოროტო თემაზე.
დათო ქორიძის პერსონალური გამოფენა "უსახელო გალერეა თბილისში" იქნება წარმოდგენილი, სადაც ახლა სამზადისი მიმდინარეობს.
ავტორი: ნინი კუპრაძე