ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1390 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 327 831 გახდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 1070 პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 307 334-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 18 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 4397 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 468 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 651 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 817 PCR ტესტით.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური -3,61%, ბოლო 14 დღის - 5,35%, ბოლო 7 დღის - 4,4%.
სულ აცრილია - 81 076, დღიურად აცრილია - 3722 პირი.