19 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
გადასახადების თავიდან არიდების გამო ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირები დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ორი ფაქტი გამოავლინა.

პასუხისგებაში ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირები მისცეს. ოფიციალური ინფორმაციით, ისინი შემოსავლების დეკლარაციას სისტემატურად არასწორად ავსებდნენ, შედეგად სათანადოდ არ იბეგრებოდნენ და გადასახადებსაც თავს არიდებდნენ.

საგამოძიებო სამსახურმა შესაბამისი ღონისძიებები გაატარა. ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის ამოღების მიზნით, გრძელდება გამოძიება.

დღის ამბები