19 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
თბილისში გარდაცვლილი ყაზახეთის მოქალაქის საქმეზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს

თბილისში გარდაცვლილი ყაზახეთის მოქალაქის საქმეზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

ქალის გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში ახალი ფიგურანტი გამოჩნდა,რომელსაც პროკურატურამ სექსუალური ძალადობის ორ ეპიზოდზე დამატებით ბრალი წარუდგინა. მამაკაცი ყაზახეთის მოქალაქეა, რომელიც გარდაცვლილ ასელ აიტ-პაევას დის ქმარი გახლავთ.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 28-29 აპრილს, რუსთავში, საკუთარმა სიძემ ფიზიკური ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით ასელ აიტ -პაევასთან არანებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი ორჯერ დაამყარა.

ამავე საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი 37 წლის ბესიკ თორდუას, რომელსაც გამოძიება ასევე გაუპატიურებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება.ახალგაზრდა ყაზახი ქალი დიდუბეში მდებარე კორპუსის მე-8 სართულიდან ხუთ მაისს გადმოხტა.

დღის ამბები