დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ღამით გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ერთ-ერთი საფუძველი ეპიდემიოლოგიური ვითარების შედარებით გაუმჯობესება იყო.
"პოლიტიკურად ეს თემა დიდი ხანია სენსიტიურია, თუმცა აქამდე შეზღუდვების შემსუბუქების შესაძლებლობა, თუნდაც სეზონურობიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვქონია.
დღესაც, რატომაც მივიჩნევთ შემსუბუქებას მიზანშეწონილად, ეს არის ეპიდემიური ვითარების გაუმჯობესება.
11 საათი უნდა იყოს 11 საათი და არა ვთქვათ შუაღამემდე, რომ მდგომარეობა არ გაუარესდეს. შიდა მობილობა არ უნდა გაიზარდოს.
ტურისტული სეზონიც ახლოს არის და ვაქცინირებული ტურისტისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გაატაროს თავისი არდადეგები დახურულ კარს მიღმა, როდესაც შეუძლია ღია ცის ქვეშ იყოს კარგ ამინდში, სადაც არც ისე მაღალია ეპიდემიური რისკები,"- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.