დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მოსახლეობას "სინოფარმის" მეორე დოზაზე დარეგისტრირება ტექნიკური ხარვეზების გამო გაუჭირდა.
თამარ გაბუნიას თქმით, მუშაობის პროცესში სისტემა იხვეწება და ივლისში გაცილებით მეტი ადამიანის რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი ხარვეზების გარეშე.
"სინოფარმის" მეორე დოზასთან დაკავშირებულ რეგისტრაციაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განცხადება უკვე გააკეთა, დამატებით იქნება შესაძლებლობა იმ მოქალაქეებისთვის, ვინც 21 დღეში ვერ დარეგისტრირდნენ და 28 დღემდე შეუძლიათ რეგისტრაცია.
20 მაისია, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია ამ შესაძლებლობისთვის. 20-21 მაისია ის თარიღი, როდესაც მოქალაქეებს მეორე დოზაზე შეეძლებათ დარეგისტრირება.
გარკვეული ტექნიკური ხარვეზების გამო შესაძლებლობა ნაკლები ჰქონდა ამ პროგრამას, როგორც ჩანს. წინ გვაქვს მთავარი დატვირთვა ვაქცინაციის პროცესში. ივნისში 800 000 ადამიანი ალბათ შეეცდება დარეგისტრირებას, ეს ტექნიკური ხარვეზი კი არ განმეორდება. სამომავლოდ სისტემა დაიხვეწება და გაცილებით მეტი მომხმარებლის მიღებას შეძლებს,"-აღნიშნა თამარ გაბუნიამ.