19 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
როდის დაწესდება ვაქცინირებულებისთვის პრივილეგიები - ამ დროისთვის პირველი დოზით მოსახლეობის 1,2%-ია აცრილი

ე.წ. "კომენდანტის საათის" დრო საქართველოში ორი საათით შემცირდა. დღეიდან გადაადგილება შეზღუდული იქნება ღამის 11 საათიდან დილის 5 საათამდე. ამასთან, შაბათ-კვირას იმუშავებს სარესტორნო ბიზნესიც.

გადაწყვეტილება მიღებულია "კოვიდ 19-ის" დაღმავალი ტენდენციის ფონზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პიკი გადავლილია. ჯერჯერობით, კვლავ მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, ამ დროისთვის საქართველოში აცრილია 90 000-მდე ადამიანი, მათგან უმეტესობა პირველი დოზით, რაც მოსახლეობის მხოლოდ 1,2 პროცენტია.

ვაქცინაცია იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზეც. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება Pfizer-ის დამატებით 1 მლნ დოზის შემოტანაზე და პრეპარატი ივნის-ივლისში შემოვა საქართველოში.

როდის დაწესდება ვაქცინირებულთათვის შეღავათები - სპეციალისტები ამბობენ, რომ პრივილეგიები შესაძლებელი იქნება, თუ გეგმის მიხედვით მოსახლეობის 20-30 % იქნება აცრილი.

დღის ამბები