ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში იმამ შამილის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. საოკუპაციო რეჟიმის მედიის ინფორმაციით მოკლული 1975 წელს დაბადებული ქემალ არძინბაა, რომელიც ვლადისლავ არძინბას ძმისშვილია. ქემალ არძინბა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
საოკუპაციო რეჟიმის ე.წ შს მინისტრის ბრძანებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავების მიზნით სოხუმიდან გასვლა შეიზღუდა. ქალაქის გასასვლელებში შექმნილია სპეციალური პოსტები.