11 მაისი 2024,   11:15
ვრცლად
ყაზახეთიდან ჩამოსული გამომძიებლები ამ წუთებში დიდუბის პოლიციაში იმყოფებიან

ყაზახეთიდან ჩამოსული გამომძიებლები ამ წუთებში დიდუბის პოლიციაში იმყოფებიან. ისინი იმ მასალებს ეცნობიან, რომელიც საქმეში ქართულ მხარეს უდევს.

მურად მეირბეკოვის ადვოკატი ვარაუდობს, რომ მათ აინტერესებთ საქმის ის ნაწილი, რომელიც, შესაძლოა, ტრეფიკინგის მუხლით, ყაზახეთში დაწყებულ გამოძიებას ეხებოდეს.

პარალელურად მეირბეკოვს საქართველოში 26 წლის ყაზახეთის მოქალაქის გაუპატიურებაში ედება ბრალი. ის 16 მაისს ყაზახეთში დააკავეს. 

"ჩვენი მიზანია ტრაგედიის ყველა ვითარების შესწავლა და ქართულ მხარესთან ინფორმაციის გაცვლა, ადგილზე გავეცნობით საქმის ჩვენთვის უცნობ მასალებს,"- აცხადებს ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერი ნურდილდა ორაზი.

დღის ამბები