06 სექტემბერი 2026,   03:15
ვრცლად
ბოლნისის სასამართლო "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრების ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავს

ბოლნისის სასამართლო მოძრაობა საქართველოსთვის წევრების ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავს. მას წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ინციდენტი ბოლნისის მერიაში 29 აპრილს მოხდა, მაშინ გიორგი მუმლაძე მოძრაობის დანარჩენ წევრებთან ერთად მერიაში შესვლას ცდილობდა - მისი თქმით, მერთან შეხვედრის მიზნით, რისი უფლებაც მას სამართალდამცველებმა არ მისცეს.

""მოძრაობა საქართველოს" წევრების მიმართ გრძელდება პოლიტიკური დევნა. პრაქტიკულად, ამ თვეში ჩვენ ყოველდღიურად, ან ყოველ მეორე დღეს გვაქვს სასამართლო პროცესები. საუბარია ჩემი ძმის სამსახურიდან უსამართლოდ განთავისუფლებაზე. ამას ვაპროტესტებდით და ამის გამო დაგვაკავეს მარნეულის მერიასთან ექვსი ადამიანი. თუ გვინდა, რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ, უნდა გვქონდეს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი,"- განაცხადა მოძრაობის "საქართველოსთვის" წევრმა გიორგი მუმლაძემ.

"ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს შიგნით სასამართლოები იქნებიან თავისუფალი და  დამოუკიდებელნი, მაგრამ ვეცდებით რომ დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში,"- აცხადებს მოძრაობის "საქართველოსთვის" წევრი ალექსანდრე კუპრავა.

დღის ამბები