19 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
26 წლის ქალის გაუპატიურებისა და თვითმკვლელობის საქმის ახალი დეტალები - რა მიზნით ჩამოვიდა საგამოძიებო ჯგუფი ყაზახეთიდან

ყაზახი ქალის გარდაცვალების რეზონანსული საქმე საქართველოს ფარგლებს გასცდა. თბილისში მომხდარი დანაშაული უფრო დიდ მასშტაბებს იძენს და საერთაშორისო ტრეფიკინგისკენ მიდის. სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდა ყაზახეთის საგამოძიებო ჯგუფი საქართველოში.

ახლა ერთმანეთის პარალელურად, ორ ქვეყანაში ორი გამოძიება მიმდინარეობს, რომლებიც ყაზახეთის მოქალაქე 26 წლის ქალის გაუპატიურებასა და თვითმკვლელობას უკავშირდება.

სავარაუდოა, რომ ყაზახი გამომძიებლები ინფორმაციას სწორედ მეირბეკოვის საქმიანობის შესახებ აგროვებენ.

ყაზახი გამომძიებლების ინტერესზე ბევრი არაფერი იციან გარდაცვლილი აისელ აიტპაევას დედამ და მისი ოჯახის ადვოკატმა. ყაზახ გამომძიებლებს ქართველმა კოლეგებმა საქმის მასალები და მტკიცებულებები უკვე გააცნეს.

აისელ აიტპაევას საქმეზე საქართველოში ბრალი 2 პირს აქვს წარდგენილი, ბესიკ თორდუას გამოძიება ქალის გაუპატიურებას და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება, ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, გარდაცვლილის სიძეს მურატ მეირბეკოვს კი გამომძიებლები აიტპაევას გაუპატიურებას ედავებიან. მეირბეკევი ახლა ყაზახეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორშია, თუმცა სამშობლოში მას სხვა, ტრეფიკინგის მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი.

დღის ამბები