17 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
შემიძლია დავიტრაბახო...- კახა კალაძე თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ავტობუსების ტენდერზე საუბრისას განუაცხადა, რომ თბილისს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჰყავს.

მისი თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ ადამიანებს უფრო მეტი სტიმული მიეცეთ, გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

"შემიძლია დავიტრაბახო, რომ შესაძლოა, ბევრ ევროპულ, ჩვენზე უფრო ძლიერ, ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანას არ ჰყავდეს ისეთი ძლიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც თბილისს. ჩვენი დაპირებაც იყო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო.

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ადამიანებს უფრო მეტი სტიმული მივცეთ, გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შესაბამისად, ეს რეფორმა წამოწყებულია, რომ გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე იყოს კომფორტული, უსაფრთხო და სწრაფი. ამისთვის არის ზუსტად წამოწყებული ის რეფორმა, რომელიც უკავშირდება ჩვენს სატრანსპორტო კომპანიას,"  – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთაან საუბრისას.

დღის ამბები