ბორჯომში გაფიცვა გრძელდება - თანამშრომლები ისევ ხელფასების ზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. დღეს კიდევ ერთი შეხვედრა უნდა გაიმართოს, თუმცა მხარეები ფორმატზე ვერ თანხმდებიან. კომპანია წინააღმდეგია მოლაპარაკებას პროფკავშირების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შედგება, თუ არა შეთანხმება და ზოგადად მოლაპარაკება გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის ეს ჯერჯერობით უცნობია. ამ წუთებში საპროტესტო აქციის მონაწილეები ავტომობილებით გადაადგილდებიან ბორჯომის ქუჩებში და მოსახლეობას მოუწოდებენ შეუერთდნენ მათ აქციას.
ასევე დღეს, 12 საათზე, დაგეგმილია ფეხით მსვლელობა კომპანიის ადმინისტრაციის შენობიდან ქარხნების მიმართულებით.
საპროტესტო აქციის მონაწილეების მოთხოვნები კვლავ უცვლელი. საუბარია შრომის ანაზღაურების გაზრდაზე, აგრეთვე ხელფასების მომატებასა და ზეგანაკვეთურ სამსახურზე ანაზღაურების გაზრდაზე.
"ხელფასები გვინდა და მონური შრომა არ გვინდა. ალბათ სანამ არ დაგვთანხმდებიან, რომ პროფკავშირები იყოს. გიორგი დიასამიძესთან უნდა შევიდეთ და მოლაპარაკებების იქნება თუ არა და ხალხი არ დათანხმდება მაგას," - აცხადებს ერთ-ერთი გაფიცული.