07 მაისი 2024,   10:12
ვრცლად
"სატანური სიმღერა, რომელიც პირდაპირ ეშმაკის გამოძახებაა" - კვიპროსში მართლმადიდებელი მღვდლები და მრევლი აქციას მართავენ

პროტესტი კვიპროსში - მართლმადიდებლური ეკლესიის სამღვდელოება და მრევლი "ევროვიზიის" შესარჩევ კონკურსის ფინალში "სატანური" სიმღერის გასვლას აპროტესტებს. 

სიმღერა El Diablo წარდგენილი იქნა კვიპროსის ნაციონალურ სიმღერად, რაც ქრისტიანი მოსახლეობის ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მათი თქმით, სიმღერა "პირდაპირი ეშმაკის გამოძახებაა".

ტელევიზიის წარმომადგენლები და თავად მომღერალი ელენა ცაგრინუ, რომელმაც ევროვიზიაზე კვიპროსს წარმოადგენს, ამბობს, რომ კრიტიკა სრულიად უადგილოა და სიმღერა ორ შეყვარებულ ადამიანს შორის შეურაცხმყოფელ ურთიერთობაზეა.

ხალხი, რომელიც სიმღერის შინაარსს კრიტიკით უყურებს, თვლის, რომ მსგავსი შინაარსის შემოქმედება კვიპროსის ქრისტიანული ღირსეული საზოგადოებისთვის შეუსაბამო და მიუღებელია.

დღის ამბები