19 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
შეძლებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები ვაქცინაციის შემდეგ ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილებას - ეკატერინე ტიკარაძე "დღის კურიერში"

რამდენად მზად არის საქართველო კოვიდ პასპორტების მისაღებად იმისათვის, რომ მოქალაქეებს პირველი ივლისიდან ევროკავშირში თავისუფლად შესვლის შესაძლებლობა ჰქონდეთ? როგორც "დღის კურიერში" ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და სამუშაოს დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამისი რეკომენდაციების შესახებ პრეზენტაციას მოამზადებს. 

"უკვე რამდენიმე თვეა ჩვენ, როგორც ევროკავშირთან, ასევე ჯანმოსთან ერთად ამ საკითხზე ვმუშაობთ. განხილული იყო არაერთი ვერსია, როგორი იქნებოდა ფორმატი ან ქსელური მიმოცვლა ამ ინფორმაციის. დღეს მიმდინარეობს დაზუსტება და შეჯერება იმის, რაც ჩვენი მხრიდან იყო წარდგენილი იმისთვის, რომ ეს ყველაფერი აღიარებული იყოს და ასევე ჩართული იყოს საერთაშორისო ქსელში. სამუშაოს დასრულების შემდეგ კი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გაკეთდება შესაბამისი რეკომენდაცია," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

დღის ამბები