გავრცელებული ინფორმაციით, ბერძენმა სამართალდამცველებმა საქართველოს ორი მოქალაქე დოკუმენტაციის არქონის გამო დააკავეს. მათი ახლობლების თქმით, პოლიციაში დაკავებულებს სცემეს და ახლა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე და მკურნალობაზე უარს ეუბნებიან.
"ფეხი აქვს ძალიან დაზიანებული ითხოვს შველას და არ გადაჰყავთ საავადმყოფოში, პოლიციაში გვითხრეს, რომ ხვალ გადაიყვანენ, ხვალ კვირაა და როგორ გადაიყვანენ?" - აცხადებს საბერძნეთში ქართული დიასპორის წარმომადგენელი ავთანდილ გიუნაშვილი.
დაკავებულის ახლობელი გიორგი ოგანეზოვი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში საბერძნეთის პოლიციის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულება პრობლემურია. მისივე თქმით, დაკავებული მის დასახმარებლად საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ჩართვას ითხოვს.
ავტორი: ხათუნა გაგნიძე