10 მაისი 2024,   15:51
ვრცლად
მალაიზიაში სარკინიგზო შემთხვევის შედეგად 200 ზე მეტი ადამიანი დაშავდა

200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა მალაიზიაში სარკინიგზო შემთხვევის შედეგად. ავარია ქვეყნის დედაქალაქში მოხდა. მატარებელი, რომელშიც 213 მგზავრი იყო, მეტროს გვირაბში ცარიელ მატარებელს შეეჯახა.

მძიმე დაზიანებები მიიღო 47-მა ადამიანმა. მალაიზიის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება ჩატარდება.

დღის ამბები