21 მაისი 2024,   01:14
ვრცლად
ჩვენი პარტნიორების რიგი განცხადებები ემსახურება ქუჩის წახალისებას, ქუჩის ფორმირებასა და, ხშირად, ტენდენციურ და უსაფუძვლო შეფასებებს - დიმიტრი ხუნდაძე

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ეხმაურება. მისი თქმით, მსგავსი განცხადებები აქციებს ახალისებს. 

"ყველამ უნდა შევძლოთ, რომ გავთავისუფლდეთ ორმაგი სტანდარტებისგან. ჩვენი პარტნიორების რიგი განცხადებები ემსახურება ქუჩის წახალისებას, ქუჩის ფორმირებასა და, ხშირად, ტენდენციურ და უსაფუძვლო შეფასებებს. მე ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობა ყველას მხრიდან უნდა იყოს და ყველამ უნდა გაითავისოს ის, რომ ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა და ყველას, ვისი სიტყვაც, ეს იქნება განცხადებებს სახით, ეს იქნება პოლიტიკოსებისა თუ ნებისმიერი მოქალაქის მიერ გამოხატული, პასუხისმგებლობა უნდა იყოს შესაბამისი თითოეული მათგანის მიმართ,“ - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

 

დღის ამბები