21 მაისი 2024,   00:13
ვრცლად
რა ნაცი, რის ნაცი - ეს ხალხი აპროტესტებს ძალადობრივ პროცესებს, ტყუილებსა და, ევროპას რომ გვაშორებენ, მაგას - მიხეილ დაუშვილი

პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღია წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საზოგადოების პროტესტის "ნაცებამდე დაყვანა" არ გამოვა.

მისივე თქმით, მოსახლეობა ძალადობრივ ქმედებებს, ტყუილსა და ევროპასთან დაშორებას აპროტესტებს.

"რაც არ უნდა სცადონ, რომ ამდენი ათასი მოქალაქის პროტესტი დაიყვანონ ნაცებამდე, შანსი არაა, არ გამოვა. რა ნაცი, რის ნაცი - ეს ხალხი აპროტესტებს ძალადობრივ პროცესებს, ტყუილებსა და, ევროპას რომ გვაშორებენ, მაგას. ამას ვაპროტესტებთ ყველა,"- აცხადებს მიხეილ დაუშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები