21 მაისი 2024,   00:38
ვრცლად
ამ ახალგაზრდების უკან დგას კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა", მათ უკან კი უცხოური ძალა, რომელსაც საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვა უნდა - გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღია წერილი შეაფასა და ილია ჭავჭავაძესა და მის მკვლელთან - ბერბიჭაშვილთან დაკავშირებული პარალელების სისწორეს გაუსვა ხაზი. 

მისივე განცხადებით, ახალგაზრდებმა ობიექტურად უნდა შეაფასონ ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება.

"სწორი შეფასება იყო, რომ ახალგაზრდა იყო ის ბერბიჭაშვილი, რომელმაც მოხუცი ილია ჭავჭავაძე მოკლა. რა გამოდის? რომ წმინდა ილია მართალი, რომელიც საქართველოს მთავარ იდეოლოგად არის აღიარებული... საუკუნე უნდა გავიდეს, რომ რაღაცას მივხვდეთ? დღეს ეს პერიოდია ზუსტად, რომ ილია ჭავჭავაძის სიტყვები გვინდა - ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს.

საუბარი იყო იმაზე, რომ რადიკალურად განწყობილები ცალკე არიან და, ამ შემთხვევაში, ვითომ გულწრფელობაზე დამყარებული ახალგაზრდები - ცალკე. ამ გულწრფელმა ახალგაზრდებმა მაშინ ობიექტურად უნდა შეაფასონ ყველაფერი და ობიექტურად უნდა აღელდნენ ყველაფერზე. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ ახალგაზრდების უკან დგას კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა", რომლის უკანაც დგას ის უცხოური ძალა, რომელსაც საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვა უნდა,"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები