19 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
ნიკა მელია ზუგდიდში ადგილობრივ პარტაქტივს შეხვდა

ნიკა მელია ზუგდიდში ადგილობრივ პარტაქტივს შეხვდა. მათ სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, ენმ-ის პარლამენტში შესვლის თემა განიხილეს, თუმცა კონკრეტულ შედეგებზე მელიას მედიასთან არ უსაუბრია.

"ბევრი სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხია, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ და რაზეც დღეს შევთანხმდით. ის, რომ  პარტიაში იყო, არის და იქნება განსხვავებული მოსაზრებები, მიხარია, ასეთი პარტია მინდა ავაშენო, სადაც პარტია ერთი, ორი და სამი ადამიანის გარშემო არ იქნება გაერთიანებული. ეს არის მარცხი, იქნება გაერთიანებული რეალურად იდეების, ღირებულებების და ფასეულობების და არ იქნება ვერტიკალური მართვა,"- ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია.

ზუგდიდის შემდეგ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე აჭარაში მიემგზავრება.

დღის ამბები