თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ქვეყანაში შაშხანების წარმოება მალე დაიწყება და, სავარაუდოდ, მომდევნო 3 თვის განმავლობაში გამოვა ქვეყანაში წარმოებული შაშხანა.
ამასთან, როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში ჯარისკაცების უნიფორმები იკერება, რომელთაც "დელტას" წარწერა აქვს.
"რაც შეეხება ერთობლივ საწარმოებს, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, შაშხანების წარმოება უკვე ხელი მოვაწერეთ და დაიწყება, და პირველ შაშხანას, სავარაუდოდ, სამი თვის განმავლობაში გამოუშვებს, რომელიც იქნება საქართველოს წარმოებული. ასევე უნიფორმები სრულად იკერება საქართველოში და ჯარისკაცი, რომელიც არის აღჭურვილი უნიფორმით, აწერია მას რომ არის "დელტას" მიერ წარმოებული საქართველოში. ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორებთან ურთიერთობას და უამრავ საწარმოს ვიხილავთ უახლოეს წლებში საქართველოში," - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას.