06 სექტემბერი 2026,   16:53
ვრცლად
ხანძარი მცხეთის 8 ნომერში - ცეცხლი ერთ-ერთ კვების ობიექტზე გაჩნდა

ხანძარი იყო თბილისში, მცხეთის 8 ნომერში. ცეცხლი ერთ-ერთ კვების ობიექტზე გაჩნდა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი გამწოვმა გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო ოთხი სახანძრო სამაშველო ჯგუფი. ხანძარი მალევე ჩააქრეს.

"გამწოვს წაეკიდა ცეცხლი, შეფუთული ხომ არის და ის დაიწვა. აბსოლუტურად თითიც არავის არ დაწვია," - აცხადებს ერთ-ერთი თანამშრომელი.

დღის ამბები