დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანაში COVID-19-ის ინდური შტამის შემოსვლა შესაბამისი კვლევების შედეგად დადასტურდა. ამირან გამყრელიძის თქმით, ამისთვის გამოიყენება როგორც სპეციფიკური PCR ტესტები, ასევე, გენომის სეკვენირების მეთოდიც. ამის შესახებ გამყრელიძემ ქვეყანაში ინდური შტამის 5 შემთხვევის დადასტურებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
"ინდური შტამისა და სხვა შტამების დასადგენად ჩვენ გვაქვს სპეციფიკური PCR ტესტები, რომლებიც მოწოდებულია ჩვენი პარტნიორების მიერ. მაგრამ, საბოლოოდ, მათი დიაგნოსტირება ხდება გენომის სეკვენირებით. ამ შემთხვევაში, გამოყენებულია როგორც PCR ტესტები, ასევე დადასტურებულია გენომის სეკვენირებით და გენომში არსებული მუტაციებით," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.